მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

Robert Bosch GmbH-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

Robert Bosch GmbH (აქ და შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Bosch” ან „ჩვენ”) მიესალმება თქვენს ვიზიტს ჩვენ ვებგვერდებზე და მობილურ აპლიკაციებზე (ერთობლივად ასევე წოდებული, როგორც „ონლაინ შეთავაზება”) და ასევე თქვენს ინტერესს ჩვენი კომპანიისა და პროდუქტების მიმართ.

 

1. Bosch-ი პატივს სცემს თქვენი კონფიდენციალურობის სფეროს

თქვენი კონფიდენციალურობის სფეროს დაცვა პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს და ასევე ყველა საქმიანი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ვითვალისწინებთ ჩვენს ბიზნეს პროცესებში. ჩვენ კანონის შესაბამისად კონფიდენციალურად ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც შეგროვებულ იქნა თქვენს მიერ ჩვენი ონლაინ სერვისებით სარგებლობის დროს.

მონაცემთა დაცვა და ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი კორპორატიული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

 

2. პასუხისმგებელი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი მონაცემების დამუშავებაზე პასუხს აგებს:

Robert Bosch GmbH
Robert-Bosch-Platz 1
70839 Gerlingen-Schillerhöhe

ელფოსტა:kontakt@bosch.de
ტელეფონი: +49 711 400 40990

გირჩევთ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს თქვენი უფლებების დასამოწმებლად, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტების შესახებ შესატყობინებლად და ასევე თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და საჩივრების წასაყენებლად და თქვენი თანხმობის გაუქმების საკითხზე:

ბ-ნი
ბ-ნი მათიას გოებელი (Matthias Goebel)
ჯგუფის მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Bosch-ის ჯგუფის ინფორმაციისა და მონაცემების დაცვის სამსახური (C/ISP)
Robert Bosch GmbH
Kronenstraße 22
70173 Stuttgart

ან გამოიყენეთ შემდეგი ბმული:https://www.bkms-system.net/bosch-datenschutz.

 

3. პერსონალური მონაცემების დამუშავება

3.1 · დამუშავებული მონაცემების კატეგორიები

მუშავდება საკომუნიკაციო მონაცემები (მაგალითად, სახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, მისამართი, IP მისამართი).

3.2 · დამუშავების პრინციპები

პერსონალური მონაცემები არის ყველა იმ სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან, მაგალითად: სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები ან ელფოსტის მისამართები, რომლებიც ასახავენ პიროვნების ვინაობას.

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, მხოლოდ როდესაც არსებობს ამის განხორციელების ნორმატიულ-სამართლებრივი საფუძველი ან თქვენ გაქვთ მოცემული თანხმობა, მაგალითად, რეგისტრაციის ფარგლებში.

3.3 · დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

ჩვენი უფლებამოსილი სერვისის პროვაიდერები და ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

3.3.1 · ონლაინ შეთავაზების უზრუნველყოფა

  • სამართლებრივი საფუძვლები: უპირატესად, გამართლებული დაინტერესება ჩვენი მხრიდან პირდაპირ მარკეტინგში, თუ ეს სრულდება მონაცემთა დაცვისა და კონკურენციის კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.

3.3.2 · გაუმართაობის და უსაფრთხოების ტექნიკის პირობების განსაზღვრა

  • სამართლებრივი საფუძვლები: მონაცემთა უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება და უპირატესად, გამართლებული ინტერესი გაუმართაობების გასწორებისა და ჩვენი შეთავაზებების უსაფრთხოების მიმართ.

3.3.3 · ჩვენი საკუთარი და მესამე მხარის რეკლამა, ისევე როგორც ბაზრის კვლევა და მიღწევადობის გაზომვა კანონიერად დასაშვები დონის შესაბამისად, შესაბ. თანხმობის საფუძველზე

  • სამართლებრივი საფუძვლები: თანხმობა ან უპირატესად, გამართლებული დაინტერესება ჩვენი მხრიდან პირდაპირ მარკეტინგში, თუ ეს სრულდება მონაცემთა დაცვისა და კონკურენციის კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.

3.3.4 · ჩვენი უფლებების უსაფრთხოება და დაცვა

  • სამართლებრივი საფუძველი: უპირატესად ჩვენი გამართლებული დაინტერესება ჩვენი უფლებების დაცვაში.

3.4 · ჟურნალის ფაილები

ყოველთვის, როდესაც ინტერნეტს იყენებთ, კონკრეტული ინფორმაცია ავტომატურად გადაიცემა თქვენი ინტერნეტ ბრაუზერიდან და ინახება ჩვენ მიერ ე.წ. ჟურნალის ფაილებში.

გაუმართაობების დასადგენად და უსაფრთხოების მიზეზების გამო (მაგ. თავდასხმების მცდელობების გამოძიების მიზნით), ჩვენ ვინახავთ ჟურნალების ფაილებს მოკლე პერიოდის განმავლობაში და შემდეგ ვშლით მათ. იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერების შემდგომი შენახვა საჭიროა მტკიცებულების სახით, მათ არ შეეხებათ წაშლა, სანამ არ მოხდება შესაბამისი ინციდენტის საბოლოო განმარტება და ცალკეულ შემთხვევაში საგამომძიებლო ორგანოებისთვის გადაცემა.

კერძოდ, ჟურნალის ფაილებში ინახება შემდეგი ინფორმაცია:

  • საბოლოო მოწყობილობის IP მისამართი (ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი), რომელიც გამოიყენება ონლაინ შეთავაზების წვდომისთვის;
  • ვებსაიტის ინტერნეტ მისამართი, რომლიდანაც განხორციელდა ონლაინ შეთავაზებაზე წვდომა (ე.წ. საწყისი ან რეფერერის URL);
  • სერვისის პროვაიდერის სახელი, რომლითაც განხორციელდა ონლაინ შეთავაზებაზე წვდომა;
  • მოძიებული ფაილების სახელი ან ინფორმაცია;
  • თარიღი და დრო და ასევე წვდომის ხანგრძლივობა;
  • გადაცემული მონაცემების მოცულობა;
  • საოპერაციო სისტემა და ინფორმაცია გამოყენებულ ინტერნეტ ბრაუზერზე, მათ შორის დამატებით მოდულებზე (მაგალითად, Flash Player-ის);
  • http-ის სტატუსის კოდი (მაგ., “მოთხოვნა წარმატებით დასრულდა” ან “მოთხოვნილი ფაილი ვერ მოიძებნა”).

3.5 · მონაცემების გადაცემა

3.5.1 · მონაცემების გადაცემა სხვა პასუხისმგებელი მხარეებისთვის

ჩვენ ძირითადად გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს სხვა პასუხისმგებელ მხარეებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს საჭიროა კონტრაქტის შესრულების მიზნებისთვის, ჩვენ ან მესამე მხარეს გააჩნია კანონიერი უპირატესი ინტერესი მონაცემების გადაცემაში, ან გაქვთ მიცემული თქვენი თანხმობა. დეტალური ინფორმაცია სამართლებრივი საფუძვლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ნაწილში „მონაცემების დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები“ (იხ. ნომ. 3.3). მესამე მხარეები ასევე შეიძლება იყვნენ სხვა კომპანიები Bosch-ის ჯგუფიდან. ეს აიხსნება მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, თუ მონაცემები გადაიცემა უპირატესი კანონიერი დაინტერესების საფუძველზე.

უფრო მეტიც, მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა პასუხისმგებელ მხარეებს, რადგან ჩვენ ვალდებულნი ვართ შევასრულოთ ეს კანონით დადგენილი წესით ან აღსრულების ოფიციალური ან სასამართლო წესით.

3.5.2 · მონაცემების გადაცემა სერვისის პროვაიდერებისთვის

ჩვენ ვთანამშრომლობთ გარე სერვისის პროვაიდერებთან ისეთ ამოცანებთან დაკავშირებით, როგორიცაა მარკეტინგის სერვისები, პროგრამირება, მონაცემების ჰოსტინგი და ცხელი ხაზის სერვისები. ჩვენ საგულდაგულოდ შევარჩიეთ ეს სერვისის პროვაიდერები და რეგულარულად ვაკონტროლებთ მათ, კერძოდ, მათ მიერ შენახული მონაცემების გულმოდგინე დამუშავებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყველა სერვისის პროვაიდერი ვალდებულიადაიცვას კონფიდენციალურობა და ჩვენ მიერ მითითებული საკანონმდებლო მოთხოვნები. სერვისის პროვაიდერები ასევე შეიძლება იყვნენ სხვა კომპანიები Bosch–ის ჯგუფიდან.

3.5.3 · გადაცემა მიმღებებისთვის ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ

ჩვენ შეგვიძლია ასევე გადავცეთ პერსონალური მონაცემები მიმღებებს, რომლებსაც აქვთ სათაო ოფისი ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ, ე.წ. არაწევრ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში, გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ, რომ მონაცემების მიმღები უზრუნველყოფს მონაცემების დაცვის შესაბამის სტანდარტულ დონეს (მაგ. შესაბამისი ქვეყნისთვის ევროკომისიის მიერ ადეკვატურობის გადაწყვეტილების საფუძველზე ან ევროკავშირის ე.წ. სტანდარტული ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირსა და მიმღებს შორის), ან რომ თქვენ დათანხმდით გადაცემაზე.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ არაწევრ ქვეყნებში მიმღებთა მიმოხილვა და კონკრეტული შეთანხმებული რეგულაციების ასლი, რათა მიიღოთ ჩვენგან მონაცემთა დაცვის შესაბამისი სტანდარტის გარანტია. გთხოვთ, გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც მოცემულია ნაწილში: "პასუხისმგებელი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია" (იხ. ნომ. 2).

3.6 · შენახვის ვადა; შეკავების პერიოდები

ზოგადად, ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს იმ ხნის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ჩვენი ონლაინ შეთავაზების და მასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელებისთვის, ან რამდენადაც ჩვენ გვაქვს აღნიშნული მონაცემების მომავალი შენახვის კანონიერი ინტერესი (მაგალითად, კონტრაქტის შესრულების მიზნებისთვის, ჩვენ შესაძლოა ჯერ ისევ გვქონდეს კანონიერი ინტერესი საფოსტო მარკეტინგში). ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ მონაცემების გარდა, რომლებიც ჩვენ უნდა შევინახოთ საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, საგადასახადო და სავაჭრო მიზნებისთვის შენახვის პერიოდები, ჩვენ ვალდებულნი ვართ კანონმდებლობის შესაბამისად შევინახოთ ასეთი კონტრაქტები და ინვოისები განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში).

 

4. შინაარსის მიმწოდებელი ქსელი Akamai

ამ ვებგვერდის ჩატვირთვის დროის ოპტიმიზაციის მიზნით, ვიყენებთ ე.წ. „შინაარსის მიმწოდებელ ქსელს“ (CDN), რომელსაც გვთავაზობს Akamai Technologies, Inc., 150 Broadway, Cambridge, MA 02142, USA (აშშ). ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან კანონიერ ინტერესს GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწო;ოს f პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად.

Akamai Technologies, Inc.-ი არის სერტიფიცირებული კონფიდენციალობის დაცვის შეთანხმების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის ევროპული კანონმდებლობის აღსრულების გარანტიას.

ამ მიზნით მიზანშეწონილია Akamai Technologies, Inc.-ის მონაცემთა გადახრისგან დაცვის წესების გამოყენება.

დამატებითი ინფორმაცია Akamai Technologies Inc.-ის კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.akamai.com/de/de/privacy-policies/.

 

5. გარე ბმულები

ჩვენი ონლაინ შეთავაზება შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, პროვაიდერებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ჩვენთან. ამ ბმულებზე დაწკაპუნების შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს გავლენა პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე, რომლებიც გადაეცა მესამე მხარეს ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ (მაგალითად, IP მისამართი ან საიტის URL, სადაც მდებარეობს ბმული), რადგან ჩვენი კონტროლი მესამე მხარეების მოქმედებებზე, ბუნებრივია, არ ვრცელდება. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ სახის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მესამე მხარეების მიერ.

 

6. უსაფრთხოება

ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი დელეგირებული მომსახურების პროვაიდერი კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საიდუმლოება და დაიცვან მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონების რეგლამენტი.

ჩვენ ვიღებთ ყველა აუცილებელ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს უსაფრთხოების სათანადო სტანდარტის უზრუნველსაყოფად და თქვენი მონაცემების დასაცავად, რომლებსაც ჩვენ განვკარგავთ, განსაკუთრებით შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, მანიპულირების, დაკარგვის, გადაკეთების, ან არასანქცირებული გამჟღავნების ან არასანქციონირებული ხელმისაწვდომობის რისკებისგან. ჩვენი უსაფრთხოების ზომები ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად მუდმივად უმჯობესდება.

 

7. თქვენი უფლებები

გთხოვთ, გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ნაწილი „პასუხისმგებელი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია“ (იხ. ნომ. 2), რათა დაიცვათ თქვენი უფლებები. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ჩვენთვის შესაძლებელია თქვენი პიროვნების ცალსახა იდენტიფიცირება.

7.1 · ინფორმაციის მიღებისა და გამხელის უფლება:

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ. ამ მიზნით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება, რომელიც ეხება ჩვენ მიერ დამუშავებულ თქვენგან მიღებულ ინფორმაციას.

7.2 · შესწორების და წაშლის უფლება:

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენგან არასწორი მონაცემების შესწორება და სამართლებრივი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში - თქვენი მონაცემების დასრულება ან წაშლა.

ეს არ ვრცელდება მონაცემებზე, რომლებიც საჭიროა ანგარიშის წარდგენისთვის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისთვის ან ექვემდებარება ნორმატიული შეკავების ვალდებულებას. იმდენად, რამდენადაც წვდომა ასეთ მონაცემებზე არ არის საჭირო, მათი დამუშავება შეიზღუდება (იხილეთ ქვემოთ).

7.3 · დამუშავების აკრძალვა:

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენგან თქვენი მონაცემების დამუშავების აკრძალვა და სამართლებრივი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში - თქვენი მონაცემების დასრულება ან წაშლა.

7.4 · მონაცემთა გადატანის შესაძლებლობა:

თქვენ კვლავაც გექნებათ იმ მონაცემების მიღების უფლება, რომლებიც თქვენ მიერ ჩვენთვისაა მოწოდებული გადმოცემული სტრუქტურული, ჩვეულებრივი და მანქანით წაკითხვადი ფორმით ან რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ მონაცემები, რომლებიც მესამე მხარეს გადაეცა.

7.5 · უარის თქმის უფლება

7.5.1 · შემთხვევასთან დაკავშირებული უარის თქმის უფლება

იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე მონაცემთა დამუშავებას უპირატესად კანონიერი ინტერესების საფუძველზე, როგორც ეს წარდგენილია მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკაში, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ამ დამუშავებაზე, თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.

მაშინ ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ნორმატიული დებულებების შესაბამისად, შემდგომი დამუშავების უზრუნველყოფა აუცილებელია სავალდებულო მიზეზების გამო, რაც თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს აღემატება, ან შემდგომი დამუშავება ემსახურება სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას ან დაცვას.

7.5.2 · უარის თქმა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

გარდა ამისა, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომერციული მიზნებისთვის („რეკლამაზე უარის თქმა“). გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადაფარვას თქვენს უარსა და თქვენი მონაცემების გამოყენებას შორის, რომელიც ხორციელდება მიმდინარე კამპანიის ფარგლებში.

7.6 · გაუქმების უფლებები

თუ თქვენ მოგვეცით თანხმობა თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ ეს თანხმობა მომავალი შედეგებით. ეს ასევე ვრცელდება თანხმობის განცხადებების გაუქმებაზე, რომელიც გადმოგვეცა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) ძალაში შესვლამდე, ე.ი. 2018 წლის 25 მაისამდე. თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერება რჩება უცვლელი, თუ იგი არ გაუქმდა.

7.7 · ზედამხედველ ორგანოში გასაჩივრების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, შეიტანოთ ზედამხედველ ორგანოში საჩივარი მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მონაცემთა დაცვის ზედამხედველ ორგანოს, რომელიც კომპეტენტურია თქვენს საცხოვრებელ ადგილას ფედერალურ სახელმწიფოში ან მონაცემთა დაცვის ზედამხედველ ორგანოს, რომელიც არის ჩვენი ჯგუფისთვის კომპეტენტური. ჩვენზე პასუხისმგებელი მონაცემთა დაცვის ზედამხედველი ორგანო არის ბადენ-ვიურტემბერგის მონაცემთა დაცვის და ინფორმაციის თავისუფლების სახელმწიფო კომისარი.

 

8. ბავშვები

ჩვენი ონლაინ შეთავაზება არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

 

9. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ჩვენი უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ზომები, თუ ეს აუცილებელია ტექნიკური განვითარებისთვის. მოცემულ შემთხვევებში, ჩვენ ასევე მოვახდენთ ჩვენი მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ადაპტირებას. ამიტომ, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ჩვენი მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედ ვერსიას.

 

უკანასკნელი გადახედვის თარიღი: 13.06.2018