ავტონაწილები და აქსესუარები

ავტონაწილები და აქსესუარები

გააქტიურებული ნახშირის სალონის ფილტრები

არ უშვებს თქვენს ავტომობილში ტოქსიკურ აირებს, მტვერს, ბაქტერიებს და მყარ ნაწილაკებს საცობში თუ გვირაბში. უფრო უსაფრთხო, ჯანმრთელი და კომფორტული მგზავრობისათვის ენდეთ Bosch - ფილტრების მსოფლიო სპეციალისტს.

არ დავუშვებთ თქვენი ავტომობილის გაჩერებას!

Bosch აქვს ყველაფერი, რაც თქვენს მანქანას ესაჭიროება: მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილები და ელემენტები მანქანის თითქმის ყველა მოდელისათვის. ასევე გთავაზობთ პრაქტიკული, მიმზიდველი და ძვირფასი აქსესუარების ფართო სპექტრს, რაც გაზრდის მართვის სიამოვნებას და ავტომობილიც განაგრძობს მოძრაობას.

ღვედები

ღვედები: სანდოობის პარამეტრი

ღვედები განიცდის უზარმაზარ მექანიკურ, ქიმიურ და თერმულ ზემოქმედებას. ხახუნისადმი და ტემპერატურული ცვლილებების მსგავსი ფაქტორებისადმი მდგრადობა Bosch უმაღლესი კლასის ღვედებს წარმატებულ პროდუქტად აქცევს.


აკუმულატორები

აკუმულატორები: დაზღვრის ოპტიმალური მუხტი ყველა ავტომობილისათვის

იმ კომპონენტების რიცხვი, რომლებიც საჭიროებს ელექტროენერგიას ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. ამდენად, აკუმულატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზარდ მოთხოვნებს. Bosch სტარტერის აკუმულატორებს ახასიათებს ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, სანდოა ნებისმიერ ამინდში და შესაძლოა იქნას გადამუშავებული გარემოსათვის უსაფრთხო გზით.


სამუხრუჭე სისტემები

სამუხრუჭე სისტემები: ოპტიმალური უსაფრთხოება

ავტომობილის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სამუხრუჭე სისტემა. მუხრუჭის ყველა კომპონენტი მუშაობს უსაფრთხოებაზე. მუდამ შეგიძლიათ მიენდოთ Bosch უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს და კომპონენტებს.


ფილტრ-სისტემები

ფილტრები: სუფთად მუშაობა

საწვავის, ზეთის და ჰაერის ფილტრები უზრუნველყოფს ტქვენი მანქანის შეუფერხებელ სვლას. და ჰაერიც თქვენს მანქანაში უფრო სუფთაა სალონის ფილტრის გამოყენების შედეგად. უფრო უსაფრთხო, ჯანმრთელი და კომფორტული მგზავრობისათვის ენდეთ Bosch - ფილტრების მსოფლიო სპეციალისტს.


ნაპერწკლის სანთლები

ნაპერწკლის სანთლები: ძრავის ოპტიმალური მუშაობა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგია

წარმოადგენს რა ევროპული ბაზრის და ტექნოლოგიურ ლიდერს, Bosch სახელი უკავშირდება ნაპერწკლის სანთლების უმაღლეს ხარისხს და გამოცდილებას. სულ უფრო მეტი ავტომეწარმე ქარხანაშივე ამონტაჟებს Bosch ნაპერწკლის სანთლებს.


აალების სანთლები

აალების სანთლები: საექსპლუატაციო ვადა გაორმაგდა ინოვაციური ცივკათოდიანი მილაკის ხარჯზე

ჩვენი Duraterm-Chromium ხაზის მაღალხარისხიანი ცივკათოდიანი მილაკი დამზადებულია გაუმჯობესებული ნიკელ-ქრომის შენადნობისაგან, რომელიც უზრუნველყოფს კოროზიისაგან დაცვას და ამით ზრდის საექსპლუატაციო ვადას 100 პროცენტით.


ჟანგბადის სენსორები

ჟანგბადის სენსორები: დაზოგეთ ფული მოძრაობის ყოველ კილომეტრზე

1976 წ. ბოშმა ბაზარზე წარმოადგინა ჟანგბადის პირველი სენსორი. მას შემდეგ 400 მილინზე მეტი სენსორი გაიყიდა. სენსორი შეფრქვევის სისტემის ნაწილია და გთავაზობთ საწვავის მოხმარების უზარმაზარ დანაზოგს, თუმცა, მხოლოდ მისი რეგულარული შემოწმების და გამოცვლის შემთხვევაში.


განათების სისტემები

განათების ტექნოლოგია: მეტი განათება - მეტი ხილვადობა

ტრაფიკის მზარდი მოცულობა და მაღალი სიჩქარე გულისხმობს მეტ მტხოვნას მანქანის განათების სისტემისაგან: ავტომობილის ყველა სეგმენტის სანათების, ნათურებისა და უნივერსალური ფარებისაგან.


პარკ-პილოტი

პარკ-პილოტი თვალები თქვენი თავის უკანა მხარეს

შასის მოუქნელმა ფორმამ შესაძლოა აამაღლოს ძვირადღირებული შეჯახების რისკი უკუსვლისას. Bosch პარკ-პილოტი შესაძლოა თქვენს მეექვსე გრძნობად იქცეს და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახის - დიდი თუ პატარა ნაკაწრები მანევრირების ან პარკირებისას.


მწმენდავები

საქარე მინის მწმენდავები: საკრგი ხილვადობა სრული უსაფრთხოებისათვის

მწმენდავის რეზინის ახალი ტიპის, მისი ფრთის გაუმჯობესებული ტექნოლოგიის და დადგენილი ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის ხარჯზე საქარე მინის ჩვენი მწმენდავი უზრუნველყოფს იდეალურ ხილვადობას და მეტ უსაფრთხოებას.


აალების სისტემები

აალების სისტემები: ყველაფერი სიმძლავრემდე დადის

ჩვენ ყველაფერი გვაქვს ტქვენი ძრავის სრულყოფილად დაქოქვისათვის: ნაპერწკლის სანთლები, აალების წრედები, აალების ხვიები და მარტენის დამცავი პლასტმასის მილები.


საყვირები

საყვირები და ფანფარები ძლიერი სიგნალები უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მძღოლებისათვის

Bosch სასიგნალო ხელსაწყოები ეფუძნება ათწლეულების გამოცდილებას და ცოდნას და მოიცავს ინოვაციურ ტექნოლოგიას. ულტრა-სანდო ფუნქციურობა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხი უმთავრესი მახასიათებლებია. დღეს ავტომობილების მრავალი ცნობილი მწარმებელი მთელს მსოფლიოში ენდობა ჩვენი სასიგნალო ხელსაწყოების ხარისხს.