დიაგნოსტიკა და მომსახურება

დიაგნოსტიკა და მომსახურება

საკონტაქტო რეკვიზიტები

იბერია ტექ ავტომოტივი
თბილისი, მარშალ გელოვანის 77
საქართველო
ტელეფონი: ‎+995 032 2540000

 

საკონტაქტო რეკვიზიტები

Tegeta Motors
D. Agmashenebeli Alley, 12 km
0131 Tbilisi
საქართველო
ტელეფონი: ‎+99 5322 44444

 

Bosch BSL 2470 აკუმულატორის დამტენი

BSL 2470 დაქოქავს თქვენს ძრავას სწრაფად და რბილად. Bosch სტარტერის დამტენი გამორიცხავს მანქანის ელექტროობის დაზიანებას გარე წყაროდან დაქოქვისას ან აკუმულატორის დამუხტვისას პიკური დატვირთვის გამო.

Bosch დიაგნოსტიკა ჩვენი ცოდნა ტქვენი წარმატებაა

ავტომობილების მომეტებულად რთული სისტემები მზარდი კვალიფიკაციის დიაგნოსტირებას საჭიროებს პროფესიული შეკეთებისა და ექსპლუატაციისათვის. Bosch მზადაა ამისათვის და განაგრძობს შემკეთებელი საამქროების მომვალის უზრუნველყოფას.

ECU დიაგნოსტიკა KTS

ECU დიაგნოსტიკა KTS

საქმე გაქვთ ყველა მოდელთან იმის მიუხედავად, იყენებთ თუ არა არსებული საამქროს საკომპლექტაციო დეტალებს თუ უნივერსალურ კომფორტულ გადაწყვეტებს. Bosch KTS სერია გთავაზობთ პროდუქციის ფართო სპექტრს დაწყებული მულტიმედიასთან თავსებადი ბორტის დიაგნოსტიკით და დამთავრებული დიაგნოსტიკის მობილური სისტემით.


ძრავის სისტემის ტესტირება FSA

ძრავის სისტემის ტესტირება FSA

Bosch FSA სერია წარმოადგენს ინტეგრირებულ სისტემას ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით. ეს პროდუქტი მოიცავს გამოცდილი და ტესტირებული უნივერსალური "პატარა" ციფრული მულტიმეტრის რამდენიმე ბლოკს ყველა ცნობილი მოდელის ავტომობილის სისტემის ანალიზისათვის,


ემისიის ანალი BEA - აღმოფხვრა

ემისიის ანალი BEA - აღმოფხვრა

Bosch BEA სერია საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ და მინიმუმამდე შეამციროთ დამაბინძურებელი ემისიების დონე გაზომვის ბლოკური ტექნოლოგიის ხარჯზე. აღჭურვილობა შეესაბამება თანამედროვე კანონმდებლობას და ზომავს დიდი სიზუსტით.


დიზელის სისტემის ტესტირება EPS

დიზელის სისტემის ტესტირება EPS

სეგმენტი მოიცავს როგორც შეფრქვევის ტუჩის ტესტირების მარტივ ხელსაწყოს, ისე შეფქრვევის ტუმბოს ტესტერს. ამ პროდუქციას აქვს უნარი აწარმოოს საწვავის საერთო მაგისტრალის მაღალი წნევის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ტუმბოების ტესტირება.


აკუმულატორის სერვისი BAT

აკუმულატორის სერვისი BAT

BAT პროდუქციის სპექტრი გთავაზობთ პროფესიული ტესტირების და დამუხტვის ტექნოლოგიის რამდენიმე დანადგარს აკუმულატორის ტესტერებით ელექტრონული დამმხტველებით დაწყებული სწრაფი დაქოქვის დამმუხტველებით და სტარტერის პაკეტებით დამთავრებული.


ჰაერის კონდიცირების სერვისი ACS

ჰაერის კონდიცირების სერვისი ACS

ჰაერის კონდიციონერები ავტომობილების უფრო და უფრო ჩვეულ ელემენტად იქცევა. Bosch ACS სერია გთავაზობთ თანამედროვე ჰაერის კონდიცირების აპარატების ახალ თაობას. ისინი ხასიათდება ოპტიმალური ეფექტურობით თანამიმდევრული რეჟიმების ხარჯზე.


ბორბლის სწორება FWA

ბორბლის სწორება FWA

არსებობს Bosch ბორბლის სწორების დანადგარის სხვადასხვა ვარიანტი (კაბელით, სადენის გარეშე, 6 და 8 სენსორით). ყველა მოდელი გაზომვას ახდენს 20° CCD კამერით, რომელიც სიზუსტის და სწრაფად გაზომვის გარანტიაა. გარდა ამისა, მომხმარებელს მიეწოდება მარტივი და მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუქციების ბაზა 20000 მეტი ავტომობილისათვის.


დიზელის კომპონენტების ტესტირება EPS

დიზელის კომპონენტების ტესტირება EPS

შეფრქვევის სისტემა დიზელის თანამედროვე ძრავის გულია. შეფრქვევის ტუმბოების და სარქველების ტესტირების ჩვენი სისტემები იძლევა ნათელ შედეგებს და გახმარებათ ძრავის გაუმართაობებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.


ESI[tronic] პროგრამული უზრუნველყოფა

ESI[tronic] პროგრამული უზრუნველყოფა

ESI[tronic] მიმართულება გთავაზობთ პროგრამებს, რომლებიც აგებულია თქვენი საწარმოს მოთხოვნილებების შესაბამისად. ესაა ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკური, გაუმართაობის დადგენის, მექანიკური და ელექტრონული მუშაობის და წინადადების მომწოდებელი პროგრამული უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ სურვილისამებრ შეგიძლიათ აამაღლოთ თქვენი ტექნიკური ინფორმაციის დონე და მუდამ მაქსიმალურად იყოთ ინფორმირებული. ESI[tronic] იდეალურად მუშაობს Bosch დიაგნოსტიკის ხელსაწყოებთან.


Bosch სერვის-ტრენინგი

Bosch სერვის-ტრენინგი

რთული საავტომობილო ტექნოლოგია და ტესტირების არაერთი თანამედროვე დანადგარის გამოყენება საჭიროებს სიღრმისეულ ცონდან მათი ოპერატორებისაგან. ჩვენ გთავაზობთ საბაზო ტრენინგ-პროგრამებს საავტომობილო ტექნოლოგიის ასპექტებზე, სერვის-ტრენინგს დამწყბეთათვის და ექდპერტებისათვის და სპეციალურ პროგრამებს პროდუქციის და მისი გამოყენების საკითხებზე.