Icon--AD-black-48x48Icon--address-consumer-data-black-48x48Icon--appointment-black-48x48Icon--back-left-black-48x48Icon--calendar-black-48x48Icon--Checkbox-checkIcon--clock-black-48x48Icon--close-black-48x48Icon--compare-black-48x48Icon--confirmation-black-48x48Icon--dealer-details-black-48x48Icon--delete-black-48x48Icon--delivery-black-48x48Icon--down-black-48x48Icon--download-black-48x48Ic-OverlayAlertIcon--externallink-black-48x48Icon-Filledforward-right_adjustedIcon--grid-view-black-48x48Icon--info-i-black-48x48Icon--Less-minimize-black-48x48Icon-FilledIcon--List-Check-blackIcon--List-Cross-blackIcon--list-view-mobile-black-48x48Icon--list-view-black-48x48Icon--More-Maximize-black-48x48Icon--my-product-black-48x48Icon--newsletter-black-48x48Icon--payment-black-48x48Icon--print-black-48x48Icon--promotion-black-48x48Icon--registration-black-48x48Icon--Reset-black-48x48share-circle1Icon--share-black-48x48Icon--shopping-cart-black-48x48Icon--start-play-black-48x48Icon--store-locator-black-48x48Ic-OverlayAlertIcon--summary-black-48x48tumblrIcon-FilledvineIc-OverlayAlertwhishlist

შეტყობინება მონაცემთა დაცვის შესახებ

Robert Bosch GmbH-ის შეტყობინება მონაცემთა დაცვის შესახებ

კორპორაციული ინფორმაცია იურიდიული შენიშვნა შეტყობინება მონაცემთა დაცვის შესახებ

Robert Bosch GmbH (აქ და შემდგომში „Bosch” ან „ჩვენ”) მიესალმება თქვენს ვიზიტს ჩვენს ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებზე (ერთობლივად ასევე წოდებული, როგორც „ონლაინ შეთავაზებები”). გმადლობთ ჩვენი კომპანიითა და პროდუქტებით დაინტერესებისთვის.

1. Bosch იცავს თქვენს კონფიდენციალურობას

თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს და ასევე ყველა საქმიანი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ კანონით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად კონფიდენციალურად ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც შეგროვებულ იქნა თქვენ მიერ ჩვენი ონლაინ შეთავაზებებით სარგებლობის დროს.

მონაცემთა დაცვა და ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი კორპორატიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

 

2. კონტროლერი

Robert Bosch GmbH წარმოადგენს თქვენი მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ კონტროლერს; გამონაკლისები მითითებულია მონაცემთა დაცვის შესახებ ამ შეტყობინებაში.

ჩვენი საკონტაქტო დეტალები:

Robert Bosch GmbH
Robert-Bosch-Platz 1
70839 Gerlingen-Schillerhöhe
GERMANY (გერმანია)

ელფოსტა: kontakt@bosch.de
ტელეფონი: +49 711 400 40990

 

3. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება

3.1 · დამუშავებული მონაცემების კატეგორიები

მუშავდება საკომუნიკაციო მონაცემები (მაგ., სახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, მისამართი, IP მისამართი).

3.2 · პრინციპები

პერსონალური მონაცემები შეიცავს ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან, მაგალითად, სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელფოსტის მისამართები, სახელშეკრულებო ძირითადი მონაცემები, სახელშეკრულებო საბუღალტრო აღრიცხვა და საგადახდო მონაცემები, რომლებიც ასახავს თქვენს პიროვნებას.

ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის IP მისამართებს), მხოლოდ როდესაც არსებობს კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი ან თქვენი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან გამოყენებაზე, მაგალითად, რეგისტრაციის საშუალებით.

3.3 · მონაცემების დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

ჩვენ და ჩვენ მიერ დანიშნული კონტრაქტორი სერვისის პროვაიდერები ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი დანიშნულებებისთვის:

3.3.1 · ონლაინ შეთავაზების უზრუნველყოფა

  • სამართლებრივი საფუძვლები: უმთავრესად, კანონიერი დაინტერესება ჩვენი მხრიდან პირდაპირ მარკეტინგში, მონაცემთა დაცვისა და კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად.

3.3.2 · სერვისების შეფერხების მოგვარება და უსაფრთხოების სხვა მიზეზები

  • სამართლებრივი საფუძვლები: ჩვენი იურიდიული მოვალეობების შესრულება მონაცემთა უსაფრთხოების კუთხით და უმთავრესად, კანონიერი დაინტერესება სერვისების შეფერხების მოგვარებასა და ჩვენი შემოთავაზებების დაცვაში.

3.3.3 · თვითრეკლამა და სხვების მიერ გაწეული რეკლამა და ასევე მარკეტინგული კვლევა და მიღწევადობის ანალიზი, რომლებიც შესრულებულია კანონით დაშვებული მოცულობით ან ნებართვის საფუძველზე

  • სამართლებრივი საფუძვლები: ნებართვა ან უმთავრესად, კანონიერი დაინტერესება ჩვენი მხრიდან პირდაპირ მარკეტინგში, მონაცემთა დაცვისა და კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად.

3.3.4 · ჩვენი უფლებების უსაფრთხოება და დაცვა

  • სამართლებრივი საფუძველი: უპირატესად ჩვენი გამართლებული დაინტერესება საკუთარი უფლებების დაცვაში.

3.4 · ჟურნალის ფაილები

ინტერნეტის ყოველი სარგებლობის დროს, თქვენი ბრაუზერი გადასცემს გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც ვინახავთ ეგრედ წოდებულ ჟურნალის ფაილებში.

ჟურნალის ფაილებს 7 დღის განმავლობაში ვინახავთ სერვისების შეფერხების განსასაზღვრად და უსაფრთხოების მიზეზების გამო (მაგ., თავდასხმების მცდელობების გამოსაძიებლად) და შემდეგ ვშლით. ჟურნალის ფაილები, რომელთა შენახვა აუცილებელია მტკიცებულების მიზნებისთვის არ წაიშლება, სანამ შესაბამისი ინციდენტი არ იქნება გადაწყვეტილი და შეიძლება, თითოეული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, გადაეცეს საგამოძიებო ორგანოებს.

ჟურნალის ფაილები ასევე გამოიყენება ანალიზისთვის (IP მისამართის ან სრული IP მისამართის გარეშე) იხილეთ მოდული 3.3.4 „თვითრეკლამა და სხვების მიერ გაწეული რეკლამა და ასევე მარკეტინგული კვლევა და მიღწევადობის ანალიზი, რომლებიც შესრულებულია კანონით დაშვებული მოცულობით ან ნებართვის საფუძველზე“

ჟურნალის ფაილებში ინახება შემდეგი ინფორმაცია:

  • ტერმინალური მოწყობილობის IP მისამართი (ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი), რომელიც გამოიყენება ონლაინ შემოთავაზებაზე წვდომისთვის;
  • ვებსაიტის ინტერნეტ მისამართი, რომლიდანაც განხორციელდა ონლაინ შეთავაზებაზე წვდომა (ეგრედ წოდებული საწყისი URL, ან რეფერერის URL);
  • სერვისის პროვაიდერის სახელი, რომელიც გამოყენებული იყო ონლაინ შეთავაზებაზე წვდომისთვის;
  • ფაილების სახელი ან ინფორმაცია, რომელზეც განხორციელდა წვდომა;
  • მონაცემების მოთხოვნის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა;
  • გადაცემული მონაცემების რაოდენობა;
  • საოპერაციო სისტემა და ინფორმაცია გამოყენებულ ინტერნეტ ბრაუზერზე, მათ შორის ინსტალირებულ დამატებით მოდულებზე (მაგალითად, Flash Player);
  • http სტატუსის კოდი (მაგ., „მოთხოვნა წარმატებით განხორციელდა“ ან „მოთხოვნილი ფაილი ვერ მოიძებნა“).

3.5 · ბავშვები

ჩვენი ონლაინ შეთავაზება არ არის გამიზნული 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

3.6 · მონაცემების გადაცემა

3.6.1 · მონაცემების გადაცემა სხვა კონტროლერებისთვის

პრინციპულად, თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა სხვა კონტროლერებს, მხოლოდ როდესაც ეს საჭიროა საკონტრაქტო ვალდებულების შესრულების მიზნებისთვის ან იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ან მესამე მხარეს გააჩნია კანონიერი ინტერესი მონაცემების გადაცემაში, ან როდესაც გაცემული გაქვთ თანხმობა. სამართლებრივი საფუძვლის დეტალები და მონაცემების მიმღებები, ასევე, მონაცემების მიმღებთა კატეგორიები მოცემულია სექციაში „დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები“ (იხილეთ ნომ. 3.3).

დამატებით, მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა კონტროლერებს, როდესაც ამას გვავალდებულებს კანონით დადგენილი რეგულაციები ან საააღსრულებლო ან სასამართლო დადგენილებები.

3.6.2 · სერვისის პროვაიდერები (ძირითადი)

ჩვენ ვთანამშრომლობთ გარე სერვისის პროვაიდერებთან ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა გაყიდვები და მარკეტინგის სერვისები, კონტრაქტების მართვა, გადახდების დამუშავება, პროგრამირება, მონაცემების ჰოსტინგი და ცხელი ხაზის სერვისები. ჩვენ ძალიან ფრთხილად ავირჩიეთ სერვისის ეს პროვაიდერები და რეგულარულად ვაწარმოებთ მათ კონტროლს, განსაკუთრებით, მათთან შენახული მონაცემების დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებით. სერვისის ყველა პროვაიდერი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა და კანონით დადგენილი მოთხოვნები. სერვისის პროვაიდერები ასევე შეიძლება იყვნენ Bosch-ის ჯგუფის სხვა კომპანიები.

3.6.3 · გადაცემა მიმღებებისთვის ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ

ჩვენ შესაძლოა გადავცეთ პერსონალური მონაცემები მიმღებებს, რომლებიც მდებარეობენ ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ, ეგრედ წოდებულ მესამე ქვეყნებში. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ვამოწმებთ გადაცემამდე, რომ მონაცემების მიმღები უზრუნველყოფს მონაცემების დაცვის შესაბამის დონეს ან რომ თქვენ დათანხმდით გადაცემაზე. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ მესამე ქვეყნის მიმღებების მიმოხილვა და კონკრეტულად შეთანხმებული იმ დებულებების ასლი, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემების დაცვის შესაბამის დონეს. ამისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ „კონტაქტის“ სექციაში მოცემული ინფორმაცია (იხილეთ ნომ. 13).

3.7 · შენახვის ვადა; შეკავების პერიოდები

ზოგადად, ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს იმ ხნის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ჩვენი ონლაინ შეთავაზებებისა და მათთან დაკავშირებული სერვისების განხორციელებისთვის, ან რამდენადაც ჩვენ გვაქვს კანონიერი ინტერესი აღნიშნული მონაცემების შენახვაში (მაგ., ჩვენ შესაძლოა ჯერ ისევ გვქონდეს კანონიერი ინტერესი საფოსტო მარკეტინგში კონტრაქტის ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის). ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ მონაცემების გარდა, რომლებიც ჩვენ უნდა შევინახოთ საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, საგადასახადო და სავაჭრო კოდექსების ფარგლებში შენახვის პერიოდების გამო ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ წვდომა ასეთ კონტრაქტებსა და ინვოისებზე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში).

 

4. ქუქი–ფაილების გამოყენება

ჩვენი ონლაინ სერვისის კონტექსტში შესაძლოა გამოიყენებოდეს ქუქი-ფაილები და თვალის მიდევნების მექანიზმები. ქუქი–ფაილები წარმოადგენს პატარა ტექსტურ ფაილებს, რომლებიც შესაძლოა შეინახოს თქვენს კომპიუტერზე, როდესაც ერთ–ერთ ჩვენს ონლაინ სერვისს სტუმრობთ. თვალის მიდევნება შესაძლებელია სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. კერძოდ, ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას პიქსელური ტექნოლოგიის გამოყენებით და/ან ჟურნალის ფაილების ანალიზის დროს.

4.1 · კატეგორიები

ჩვენ განვასხვავებთ ქუქი-ფაილებს, რომლებიც აუცილებელია ონლაინ სერვისის ტექნიკური ფუნქციების შესასრულებლად და ისეთ ქუქი-ფაილებსა თვალის დევნების მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელი არ არის ონლაინ სერვისის ტექნიკური ფუნქციების შესასრულებლად.

როგორც წესი, ონლაინ სერვისის გამოყენება შესაძლებელია იმ ქუქი-ფაილების გარეშე, რომლებიც ტექნიკურ მიზნებს არ ემსახურება.

4.1.1 · ტექნიკურად აუცილებელი ქუქი-ფაილები

ტექნიკურად აუცილებელ ქუქი-ფაილებში ჩვენ ვგულისხმობთ ქუქი-ფაილებს, რომელთა გარეშეც ონლაინ სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება. ეს მოიცავს, მაგალითად, ქუქი-ფაილებს, რომლებშიც ინახება ვიდეო ან აუდიო მასალის გამართული რეპროდუცირებისთვის საჭირო მონაცემები.

ასეთი ქუქი-ფაილები წაიშლება, როდესაც ვებსაიტს დატოვებთ.

4.1.2 · ქუქი-ფაილები და თვალის მიდევნების მექანიზმები, რომლებიც ტექნიკურად აუცილებელი არ არის

ჩვენ ვიყენებთ მარკეტინგულ ქუქი-ფაილებსა და თვალის მიდევნების მექანიზმებს. ასეთ ქუქი-ფაილებსა და თვალის მიდევნების მექანიზმებს მხოლოდ მაშინ ვიყენებთ, თუ თითოეულ შემთხვევაში თქვენგან წინასწარი თანხმობა მივიღეთ. გარდა იმ ქუქი-ფაილისა, რომელშიც ინახება თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების მიმდინარე სტატუსი (არჩევის ქუქი-ფაილი). ეს ქუქი-ფაილი ყენდება კანონიერი ინტერესის საფუძველზე.

ძირითადი

მარკეტინგული ქუქი-ფაილებისა და თვალის მიდევნების მექანიზმების გამოყენებით ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გაწვდით შემოთავაზებებს თქვენი ინტერესების საფუძველზე, რაც ჩვენი მომხმარებლების ქცევის ანალიზის შედეგად მიიღწევა:

  • სტატისტიკა:
    სტატისტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ჩვენ ვზომავთ, მაგალითად, გვერდების ნახვების რაოდენობას.
  • კონვერსიისთვის აღრიცხვა:
    კონვერსიის აღრიცხვაში ჩვენი პარტნიორები თქვენს კომპიუტერზე ათავსებენ ქუქი-ფაილს („კონვერსიის ქუქი-ფაილს“), თუ ჩვენს ვებსაიტზე შესაბამისი პარტნიორის რეკლამის საშუალებით შემოხვედით. ჩვეულებრივ, ეს ქუქი-ფაილები 30 დღის შემდეგ არ მოქმედებს. თუ ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთ გვერდებს სტუმრობთ და ქუქი-ფაილების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ჩვენ და კონვერსიის საკითხებში შესაბამის პარტნიორს შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა რეკლამაზე დააწკაპუნა და ჩვენს ვებსაიტზე გადმომისამართდა. ეს შეიძლება რამდენიმე მოწყობილობაზეც განხორციელდეს. კონვერსიის ქუქი-ფაილების საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას ვიყენებთ კონვერსიის სტატისტიკის საწარმოებლად და იმ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობის აღსარიცხად, რომლებმაც შესაბამის რეკლამაზე დააწკაპუნეს და კონვერსიის აღსარიცხი თეგით გადმომისამართდნენ ვებსაიტზე.
  • სოციალური ქსელების დანამატები:
    ჩვენი ონლაინ სერვისის ზოგიერთი გვერდი შეიცავს სხვა პროვაიდერების კონტენტსა და სერვისებს (მაგ., Facebook, Twitter), რომლებსაც ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ქუქი–ფაილები და აქტიური მოდულები. სოციალური ქსელების დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სექციას „სოციალური ქსელების დანამატები“ (იხილეთ ნომ. 7).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ხელსაწყოების გამოყენება შესაძლოა მოიცავდეს თქვენი მონაცემების გადაცემას მიმღებებისთვის, რომლებიც მდებარეობენ ევროპული ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ, სადაც მონაცემთა დაცვის ადეკვატური, GDPR-ის შესაბამისი (მაგ., აშშ) დონე არ არის. ამ კუთხით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ინდივიდუალური მარკეტინგული ხელსაწყოების ქვემოთ მოცემულ აღწერილობას:

  • სახელი: Google Analytics
    პროვაიდერი: Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA
    ფუნქცია: მომხმარებლის ქცევის ანალიზი (გვერდების მოთხოვნა, ვიზიტორებისა და ვიზიტების რაოდენობა, ჩამოტვირთვები), ფსევდონიმურ მომხმარებელთა პროფილების შექმნა სისტემაში Google-ის მეშვეობით შესულ მომხმარებლებზე სხვადასხვა მოწყობილობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (თვალის მიდევნება სხვადასხვა მოწყობილობაზე), ფსევდონიმური მომხმარებლების მონაცემებზე სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირებით Google-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დართვა, რეტარგეტირება, UX ტესტირება, კონვერსიის აღრიცხვა და რეტარგეტირება Google Ads-თან შეთავსებით
  • სახელი: Google Tag Manager
    პროვაიდერი: Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA
    ფუნქცია: ვებსაიტის თეგების ადმინისტრირება მომხმარებლის ინტერფეისის გამოყენებით, ჩვენს ვებსაიტებზე პროგრამული კოდების ინტეგრაცია
  • სახელი: Google Ads
    პროვაიდერი: Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA
    ფუნქცია: რეკლამების განთავსება, რემარკეტინგი, კონვერსიის აღრიცხვა
    დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://adssettings.google.com/authenticated

4.2 · ქუქი-ფაილებისა და თვალის მიდევნების მექანიზმების მართვა

ქუქი-ფაილებისა და თვალის მიდევნების მექანიზმების პარამეტრების მართვა შეგიძლიათ ბრაუზერში და/ან ჩვენს კონფიდენციალურობის პარამეტრებში.

შენიშვნა: თქვენ მიერ არჩეული პარამეტრები მხოლოდ თითოეულ შემთხვევაში გამოყენებულ ბრაუზერზე ვრცელდება.

4.2.1 · ქუქი–ფაილების გამორთვა

თუ ქუქი-ფაილების გამორთვა გსურთ, გთხოვთ, გამორთოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამან შეიძლება იმოქმედოს ვებსაიტის ფუნქციონირებაზე.

4.2.2 · იმ ქუქი-ფაილებსა და თვალის მიდევნების მექანიზმებთან დაკავშირებული პარამეტრების მართვა, რომლებიც ტექნიკურად აუცილებელი არ არის

ჩვენი ვებსაიტების სტუმრობისას ქუქი-ფაილების ფანჯარაში დაგხვდებათ კითხვა, ეთანხმებით თუ არა მარკეტინგული ქუქი-ფალებისა თუ თვალის მიდევნების მექანიზმების გამოყენებას.

კონფიდენციალურობის პარამეტრებში შეგიძლიათ უარი თქვათ მომავალში თანხმობაზე ან თანხმობა მოგვიანებით მოგვცეთ.

 

5. Google

5.1 · Google Maps

ეს გვერდი იყენებს რუკების სერვისს, Google Maps-ს, API-ს მეშვეობით. პროვაიდერი არის Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA (აშშ).

Google Maps-ის ფუნქციების გამოყენებისათვის საჭიროა თქვენი IP მისამართის დამახსოვრება. ეს ინფორმაცია, როგორც წესი, გადაეცემა Google LLC-ს სერვერს აშშ-ში და ინახება იქ. ამ გვერდის პროვაიდერს არ აქვს არანაირი გავლენა ამ მონაცემების გადაცემაზე.

Google Maps-ის გამოყენება პასუხობს ჩვენი ონლაინ შეთავაზებების მიმზიდველი წარდგენის ინტერესებს და აადვილებს ჩვენ მიერ ვებსაიტზე განთავსებული ადგილების პოვნას. ეს წარმოადგენს ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან კანონიერ ინტერესს GDPR-ის მე6 მუხლის 1-ლი ნაწილის f პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
https://www.google.de/intl/de/policies/privacy/.

5.2 · Google reCAPTCHA

ზოგიერთ შემთხვევებში ჩვენ ვიყენებთ კომპანია Google LLC-ს reCAPTCHA-ს მომსახურებას, რათა უზრუნველვყოთ მონაცემთა სათანადო უსაფრთხოება საკონტაქტო ფორმების გამოყენებისათვის. ეს უპირველეს ყოვლისა ემსახურება იმის დიფერენციაციას, შეყვანა ფიზიკურმა პირმა შეასრულა თუ იგი თაღლითურად იქნა შეყვანილი მანქანით ან ავტომატური დამუშავების გზით. ეს წარმოადგენს ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან კანონიერ ინტერესს GDPR-ის მე6 მუხლის 1-ლი ნაწილის f პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად. სერვისი მოიცავს IP მისამართის გაგზავნას და, საჭიროების შემთხვევაში, Google-ის მიერ მოთხოვნილი სხვა მონაცემების გადაგზავნას reCAPTCHA მომსახურებისთვის Google-ში. ეს შემთხვევა ექვემდებარება მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით Google LLC-ს განსხვავებულ წესებს.

დამატებითი ინფორმაცია Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.google.com/intl/de/policies/privacy/.

5.3 · Google-ის ვებ-შრიფტები

შრიფტების ერთნაირი ასახვისთვის საიტი იყენებს ე.წ. ვებ-შრიფტებს, რომლის პროვაიდერი არის Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA (აშშ). როდესაც შედიხართ გვერდზე, ბრაუზერი ტვირთავს საჭირო ვებ-შრიფტებს თქვენი ბრაუზერის ქეშში, რათა სწორად ასახოს ტექსტები და შრიფტები.

ამ მიზნით ბრაუზერი, რომელსაც თქვენ იყენებთ, Google-ის სერვერებს უკავშირდება. ეს ატყობინებს Google-ს, რომ ჩვენს ვებსაიტზე წვდომა განხორციელდა თქვენი IP მისამართის მეშვეობით. Google-ის ვებ-შრიფტების გამოყენება პასუხობს ჩვენი ონლაინ შეთავაზებების ერთიანი და მიმზიდველი წარდგენის ინტერესებს. ეს წარმოადგენს ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან კანონიერ ინტერესს GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის f პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად.

თქვენი კომპიუტერი გამოიყენებს სტანდარტულ შრიფტს, თუ ბრაუზერში ვებ-შრიფტები არ არის მხარდაჭერილი.

Google-ის ვებ-შრიფტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ https://developers.google.com/fonts/faq და Google-ის კონფიდენციალურობის დებულება: https://www.google.de/intl/de/policies/privacy/.

 

6. კონტენტის მიმწოდებელი ქსელი Akamai

ამ ვებგვერდის ჩატვირთვის დროის ოპტიმიზაციის მიზნით, ვიყენებთ ე.წ. „კონტენტის მიმწოდებელ ქსელს“ (CDN), რომელსაც გვთავაზობს Akamai Technologies, Inc., 150 Broadway, Cambridge, MA 02142, USA (აშშ). ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან კანონიერ ინტერესს GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის f პუნქტის მნიშვნელობის შესაბამისად.

Akamai Technologies, Inc.-ი არის სერტიფიცირებული კონფიდენციალურობის დაცვის შეთანხმების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის ევროპული კანონმდებლობის აღსრულების გარანტიას.

ეს შემთხვევა ექვემდებარება მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით Akamai Technologies, Inc.-ის განსხვავებულ წესებს.

დამატებითი ინფორმაცია Akamai Technologies. Inc.-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ ხელმისაწვდომია აქ:
https://www.akamai.com/de/de/privacy-policies/.

 

7. სოციალური ქსელების დანამატები

ონლაინ შეთავაზებაში ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სოციალური ქსელების ე.წ. სოციალურ დანამატებს, რომლებიც ინდივიდუალურად იქნება აღწერილი ამ სექციაში.

დანამატების გამოყენების დროს თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი ამყარებს პირდაპირ კავშირს შესაბამისი სოციალური ქსელის სერვერებთან. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პროვაიდერი მიიღებს ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი გამოიძახებს ჩვენი ონლაინ შეთავაზების შესაბამისი გვერდიდან, მაშინაც კი, როცა არ გაქვთ მომხმარებლის ანგარიში პროვაიდერთან ან არ ხართ პროვაიდერით სისტემაში შესული. ჟურნალის ფაილები (მათ შორის IP მისამართი) პირდაპირ გადაეცემა თქვენი ინტერნეტ ბრაუზერიდან შესაბამისი პროვაიდერის სერვერს, სადაც ისინი ინახება საჭიროების შემთხვევაში. პროვაიდერის სათაო ოფისები ან მისი სერვერი შეიძლება მდებარეობდეს ევროკავშირის ან ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ (მაგ., აშშ-ში).

დანამატები სოციალური ქსელების პროვაიდერების დამოუკიდებელი გაფართოებებია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს გავლენა სოციალური ქსელის პროვაიდერების მიერ შეგროვებული და შენახული მონაცემების მოცულობაზე.

მონაცემთა შეგროვების მიზანი და მოცულობა, სოციალური ქსელის მიერ მონაცემების შემდგომი დამუშავება, ისევე როგორც თქვენი დაკავშირებული უფლებები და თქვენი კონფიდენციალობის სფეროს დაცვის პარამეტრები, შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი სოციალური ქსელის მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინებაში.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ შესაბამისი დანამატები, თუ არ გსურთ, რომ სოციალური ქსელის პროვაიდერებმა მიიღონ ამ ონლაინ შეთავაზებასთან დაკავშირებული მონაცემები ან გააგრძელონ ამ მონაცემების გამოყენება.

7.1 · სოციალური ქსელების დანამატები 2-დაწკაპუნებიანი გადაწყვეტით

ე.წ. 2-დაწკაპუნებიანი გადაწყვეტის საშუალებით ჩვენ გთავაზობთ დაცულობას, რომ სოციალური ქსელების პროვაიდერებმა ვერ შეძლონ ჩვენს ვებსაიტზე თქვენი ვიზიტების სტანდარტულად აღრიცხვა და შეფასება. ჩვენი ინტერნეტ შეთავაზების გვერდის წვდომისას, რომელიც შეიცავს ასეთ დანამატებს, თავიდანვე ხდება მათი დეაქტივაცია. დანამატები არ გააქტიურდება, სანამ არ დააწკაპუნებთ შესაბამის ღილაკზე.

7.2 · Facebook–ის დანამატები

Facebook წარდგენილია www.facebook.com-ზე Facebook Inc.-ის მიერ, 1601 S. California Ave, Palo Alto, CA 94304, USA, and under www.facebook.de by Facebook Ireland Limited, Hanover Reach, 5–7 Hanover Quay, Dublin 2, Ireland („Facebook“). Facebook-ის დანამატების მიმოხილვას და თუ როგორ გამოიყურებიან ისინი, იხილავთ აქ: https://developers.facebook.com/docs/plugins/?locale=en_EN; ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ Facebook-ზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.facebook.com/policy.

7.3 · Twitter–ის დანამატები

Twitter-ის პროვაიდერია Twitter Inc., 1355 Market St, Suite 900, San Francisco, CA, 94103, USA („Twitter“). Twitter-ის დანამატების მიმოხილვას და თუ როგორ გამოიყურებიან ისინი, იხილავთ აქ: https://developer.twitter.com/; ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ Twitter-ზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://twitter.com/de/privacy.

7.4 · LinkedIn–ის დანამატები

LinkedIn-ის პროვაიდერია LinkedIn Corporation, 2029 Stierlin Court, Mountain View, CA 94043, USA („LinkedIn“). LinkedIn-ის დანამატების მიმოხილვას და თუ როგორ გამოიყურებიან ისინი, იხილავთ აქ: https://developer.linkedin.com/plugins; ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ LinkedIn-ზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.linkedin.com/legal/privacy-policy.

 

8. YouTube

ეს ონლაინ შეთავაზება იყენებს YouTube-ის ვიდეო პლატფორმას, რომელსაც უზრუნველყოფს YouTube, LLC, 901 Cherry Ave. San Bruno, CA 94066, USA („YouTube“). YouTube წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც იძლევა აუდიო და ვიდეო ფაილების დაკვრის საშუალებას.

თუ შედიხართ ჩვენი შეთავაზების შესაბამის გვერდზე ჩაშენებული YouTube დამკვრელით, ამით მყარდება კავშირი YouTube-თან ისე, რომ შესაძლებელი იყოს ვიდეო ან აუდიო ფაილის გადაცემა და დაკვრა. პროცესში მონაცემები ასევე გადაეცემა YouTube-ს, როგორც პასუხისმგებელ ორგანოს. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს YouTube–ის მიერ ამ მონაცემების დამუშავებაზე.

დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება შეგროვებული მონაცემების მოცულობასა და დანიშნულებას, YouTube-ის მიერ მონაცემების შემდგომ დამუშავებასა და გამოყენებას, თქვენს უფლებებსა და მონაცემების დაცვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს, შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ის კონფიდენციალურობის დებულებაში.

 

9. გარე ბმულები

ჩვენი ონლაინ შეთავაზებები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, კერძოდ, პროვაიდერებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ჩვენთან. როდესაც აწკაპუნებთ ამ ბმულებზე, ჩვენ არ გვაქვს გავლენა პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე, რომლებიც შესაძლოა ბმულზე დაწკაპუნებით გადაეცეს მესამე მხარეს (როგორიცაა IP მისამართი ან საიტის URL, სადაც მდებარეობს ბმული), რადგან მესამე მხარის აღნიშნული ქმედებები სცილდება ჩვენს კონტროლს. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

10. უსაფრთხოება

ჩვენი თანამშრომლები და კომპანიები, რომლებიც ჩვენი სახლით უზრუნველყოფენ სერვისს, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონები. ჩვენ ვიღებთ ყველა აუცილებელ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად და თქვენი მონაცემების დასაცავად, რომლებსაც ჩვენ განვკარგავთ, განსაკუთრებით შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, მანიპულირების, დაკარგვის, გადაკეთების, ან არასანქცირებული გამჟღავნების ან არასანქცირებული ხელმისაწვდომობის რისკებისგან. ჩვენი უსაფრთხოების ზომები მუდმივად უმჯობესდება ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად.

11. მომხმარებლის უფლებები

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია სექციაში „კონტაქტი“ (იხილეთ ნომ. 13). ამავდროულად გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ჩვენთვის შესაძლებელია თქვენი პიროვნების ცალსახა იდენტიფიცირება.

11.1 · ინფორმაციის მიღებისა და წვდომის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ჩვენგან ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და დადებითი პასუხის შემთხვევაში გქონდეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.

11.2 · შესწორებისა და წაშლის უფლება

თქვენ გაქვთ არასწორი პერსონალური მონაცემების შესწორების მოთხოვნის უფლება. რამდენადაც კანონით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ საკუთარი მონაცემების შესწორება ან წაშლა.

ეს არ ვრცელდება მონაცემებზე, რომლებიც საჭიროა ბილინგის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისთვის ან ექვემდებარება კანონით დადგენილ შეკავების პერიოდს. თუმცა თუ წვდომა ასეთ მონაცემებზე არ არის საჭირო, მათი დამუშავება შეზღუდულია (იხილეთ შემდეგი).

11.3 · დამუშავების აკრძალვა

რამდენადაც კანონით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ საკუთარი მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.

11.4 · მონაცემთა გადატანის შესაძლებლობა

რამდენადაც კანონით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მონაცემები, რომლებიც ჩვენ მოგვაწოდეთ სტრუქტურული, ფართო გამოყენების და მანქანით წაკითხვადი ფორმატით ან რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ მონაცემები, რომლებიც მესამე მხარეს გადაეცა.

11.5 · უარის თქმის უფლება

11.5.1 · უარი პირდაპირ მარკეტინგზე

დამატებით, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საორგანიზაციო მიზეზების გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადაფარვას თქვენს უარსა და თქვენი მონაცემების გამოყენებაზე, რომელიც ხორციელდება მიმდინარე კამპანიის ფარგლებში.

11.5.2 · უარი მონაცემების დამუშავებაზე „კანონიერი ინტერესის“ სამართლებრივი საფუძვლით

დამატებით, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რამდენადაც ეს ეფუძნება კანონიერ ინტერესს. ჩვენ შემდეგ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, თუ თქვენს უფლებებზე აღმატებული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვერ შევძლებთ დამაჯერებელი და კანონიერი საფუძვლის წარმოდგენას მათ შემდგომ დამუშავებაზე.

11.6 · თანხმობის გამოხმობა

იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გააუქმოთ ეს თანხმობა მომავალში. მონაცემების დამუშავების კანონიერება თქვენ მიერ გამოხმობამდე უცვლელი რჩება.

11.7 · საჩივრის წარდგენის უფლება ზედამხედველ ორგანოში

თქვენ გაქვთ საჩივრის წარდგენის უფლება ზედამხედველ ორგანოში. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ზედამხედველ ორგანოს თქვენი საცხოვრებელი ადგილის ან ქვეყნის მიხედვით ან ჩვენს პასუხისმგებელ ზედამხედველ ორგანოს. ეს არის:

მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების სახელმწიფო კომისარი

მისამართი:

Königstraße 10a
70173 Stuttgart
GERMANY (გერმანია)

საფოსტო მისამართი:

Postfach 10 29 32
70025 Stuttgart
GERMANY (გერმანია)

ტელეფონი: +49 711 6155 41-0
ფაქსი: +49 711 6155 41-15
ელფოსტა: poststelle@lfdi.bwl.de

 

12. მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინების შეცვლა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის ზომებში. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს მონაცემების დაცვის შესახებ ჩვენს შეტყობინებაში. ამიტომ გთხოვთ, ყოველთვის შეამოწმოთ მონაცემების დაცვის შესახებ ჩვენი შეტყობინების მიმდინარე ვერსია, რადგან მასში შესაძლოა შეტანილი იყოს ცვლილებები.

 

13. კონტაქტი

თუ გსურთ ჩვენთან დაკავშირება, გთხოვთ, იხილოთ მისამართი სექციაში „კონტროლერი“ (იხილეთ ნომ. 2).

საკუთარი უფლებების დასაცავად და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ შესატყობინებლად, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
https://www.bkms-system.net/bkwebanon/report/clientInfo?cin=18rbds19&language=eng.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე წინადადებებისა და საჩივრების წარსადგენად გირჩევთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს:

მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა (C/ISP)
Robert Bosch GmbH
Postfach 30 02 20
70442 Stuttgart
GERMANY (გერმანია)

ან

ელფოსტა: DPO@bosch.com

 

ძალაში შესვლის თარიღი: 15.01.2020