იურიდიული შენიშვნა

Robert Bosch GmbH-ის ინტერნეტ-გვერდების მომხმარებლებისთვის

ყველა უფლება დაცულია (©)

ამ ვებსაიტის ყველა შიგთავსი (კერძოდ ტექსტი, გამოსახულებები, გრაფიკა, ხმები, ანიმაციები და ვიდეო) და მისი განთავსება Bosch-ის ვებსაიტებზე დაცულია საავტორო უფლებებით და უფლებათა დაცვის სხვა კანონებით. აკრძალულია ამ ვებგვერდების შიგთავსის კოპირება, გავრცელება, შეცვლა ან მესამე პირებისთვის წარდგენა კომერციული მიზნებისთვის, შესაბამისი უფლებების მფლობელების თანხმობის გარეშე.

სასაქონლო ნიშნები

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ჩვენს საიტებზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნები წარმოადგენენ Robert Bosch GmbH-ის (გერმანია) ინტელექტუალურ საკუთრებას.

ლიცენზიის გაუცემლობა

ამ ვებსაიტის მეშვეობით არ ხდება Bosch Group-ის (Bosch) კომპანიების ან სხვა მესამე პირების ლიცენზიების გაცემა ინტელექტუალური საკუთრების (კერძოდ პატენტების, სასაქონლო ნიშნების და საავტორო უფლებების) გამოყენებაზე.

ინფორმაცია დავების ონლაინ დარეგულირების შესახებ

ევროკომისიას გააჩნია პლატფორმა დავების ონლაინ დარეგულირებისთვის (ODR). ეს პლატფორმა წარმოადგენს საკონტაქტო ცენტრს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დავების არასასამართლო წესით გადასაწყვეტად ონლაინ გაყიდვებისას და ონლაინ მომსახურების გაწევისას.

პლატფორმის მისამართია: http://ec.europa.eu/consumers/odr/.

Robert Bosch GmbH არ მონაწილეობს დავების გადაწყვეტის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დამცველ საარბიტრაჟო ორგანოებში.