Icon--AD-black-48x48Icon--address-consumer-data-black-48x48Icon--appointment-black-48x48Icon--back-left-black-48x48Icon--calendar-black-48x48Icon--Checkbox-checkIcon--clock-black-48x48Icon--close-black-48x48Icon--compare-black-48x48Icon--confirmation-black-48x48Icon--dealer-details-black-48x48Icon--delete-black-48x48Icon--delivery-black-48x48Icon--down-black-48x48Icon--download-black-48x48Ic-OverlayAlertIcon--externallink-black-48x48Icon-Filledforward-right_adjustedIcon--grid-view-black-48x48Icon--info-i-black-48x48Icon--Less-minimize-black-48x48Icon-FilledIcon--List-Check-blackIcon--List-Cross-blackIcon--list-view-mobile-black-48x48Icon--list-view-black-48x48Icon--More-Maximize-black-48x48Icon--my-product-black-48x48Icon--newsletter-black-48x48Icon--payment-black-48x48Icon--print-black-48x48Icon--promotion-black-48x48Icon--registration-black-48x48Icon--Reset-black-48x48share-circle1Icon--share-black-48x48Icon--shopping-cart-black-48x48Icon--start-play-black-48x48Icon--store-locator-black-48x48Ic-OverlayAlertIcon--summary-black-48x48tumblrIcon-FilledvineIc-OverlayAlertwhishlist

ვებ-გვერდი იყენებს მხოლოდ აბსოლუტურად საჭირო ქუქი-ფაილებს. თუ თანახმა ხართ გამოიყენოთ მოხერხებულობის ქუქი-ფაილები, გთხოვთ დააწკაპუნოთ „დიახ, მე ვეთანხმები“. „პარამეტრების შეცვლაზე.“ დაწკაპუნებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს პარამეტრი ნებისმიერ დროს და გააუქმოთ თქვენი თანხმობა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს „მონაცემთა დაცვის წესებში”.

პროდუქტები და სერვისები

მრეწველობა და ვაჭრობა

Bosch გთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს მრეწველობისა და ვაჭრობისთვის.

Bosch–ის მსხვილი თბოდანადგარი ქარხანაში

მსხვილი თბოდანადგარებისა და სისტემების გადაწყვეტილებები

ჭკვიანი და ეფექტური – Bosch გთავაზობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს სითბოს, ორთქლის გადამუშავებისა და ენერგიის დეცენტრალიზებული მართვისთვის.

Bosch უზრუნველყოფს სრულყოფილი და მაღალეფექტური სისტემების გადაწყვეტილებებს კომერციული და სამრეწველო სფეროსთვის – სამრეწველო ბოილერებით დაწყებული, თბოელექტროსადგურებით, ჰაერის კონდიცირებისა და სითბოს უტილიზაციის სისტემებით დამთავრებული.

Bosch–ის შესაფუთი დანადგარი

შეფუთვის ტექნოლოგია

Bosch–ის შეფუთვის ტექნოლოგიების განყოფილება შეფუთვის პროცესის ერთ–ერთი წამყვანი მომწოდებელია. 30–ზე მეტ გეოგრაფიულ პუნქტში 15–ზე მეტ ქვეყანაში მაღალკვალიფიციური პერსონალი ქმნის და აწარმოებს სრულ გადაწყვეტილებებს ფარმაცევტული, კვებისა და საკონდიტრო სფეროებისთვის. სტანდარტული გადაწყვეტილებებით დაწყებული, სრული ხაზებითა და ინტეგრირებული სისტემებით დამთავრებული, ჩვენ ვქმნით მოწყობილობებს ჩვენი "ცხოვრებისთვის გამოგონებული" ფილოსოფიის შესაბამისად.

Bosch–ის როტორული ჩაქუჩი

ხელსაწყოები პროფესიონალი ხელოსნებისთვის

Bosch ქმნის ინოვაციურ, მაღალი ხარისხის ხელსაწყოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალურ შედეგებს ყველანაირი ტიპის სამუშაოს შესრულების დროს. ჩვენი ხელსაწყოები საიმედო, ეფექტური და გამძლეა, რომლებიც ყველაზე მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მნიშვნელოვნად გიადვილებთ სამუშაოს. Bosch–ის უსადენო ხელსაწყოები განსაკუთრებით გამძლეა. მათ ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა, მაღალეფექტურობა და ხანგრძლივი სამუშაო ციკლი ახასიათებს.

ქალაქის ხედი ზღვასთან

პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტილებები

ნივთების ინტერნეტი, რომელიც მნიშვნელოვნად გარდაქმნის ჩვენს სამყაროს, უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს მრავალ სექტორს, როგორიცაა წარმოება, მობილურობა, ენერგეტიკა, მართვა და სხვა. Bosch–ის პროგრამული უზრუნველყოფა და სერვის–პლატფორმები მყარ საფუძველს ქმნის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების დაინსტალირებისა და გამოყენებისთვის. გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება Bosch–ის პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებს ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებაში, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში.