Icon--AD-black-48x48Icon--address-consumer-data-black-48x48Icon--appointment-black-48x48Icon--back-left-black-48x48Icon--calendar-black-48x48Icon--Checkbox-checkIcon--clock-black-48x48Icon--close-black-48x48Icon--compare-black-48x48Icon--confirmation-black-48x48Icon--dealer-details-black-48x48Icon--delete-black-48x48Icon--delivery-black-48x48Icon--down-black-48x48Icon--download-black-48x48Ic-OverlayAlertIcon--externallink-black-48x48Icon-Filledforward-right_adjustedIcon--grid-view-black-48x48Icon--info-i-black-48x48Icon--Less-minimize-black-48x48Icon-FilledIcon--List-Check-blackIcon--List-Cross-blackIcon--list-view-mobile-black-48x48Icon--list-view-black-48x48Icon--More-Maximize-black-48x48Icon--my-product-black-48x48Icon--newsletter-black-48x48Icon--payment-black-48x48Icon--print-black-48x48Icon--promotion-black-48x48Icon--registration-black-48x48Icon--Reset-black-48x48share-circle1Icon--share-black-48x48Icon--shopping-cart-black-48x48Icon--start-play-black-48x48Icon--store-locator-black-48x48Ic-OverlayAlertIcon--summary-black-48x48tumblrIcon-FilledvineIc-OverlayAlertwhishlist

ვებ-გვერდი იყენებს მხოლოდ აბსოლუტურად საჭირო ქუქი-ფაილებს. თუ თანახმა ხართ გამოიყენოთ მოხერხებულობის ქუქი-ფაილები, გთხოვთ დააწკაპუნოთ „დიახ, მე ვეთანხმები“. „პარამეტრების შეცვლაზე.“ დაწკაპუნებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს პარამეტრი ნებისმიერ დროს და გააუქმოთ თქვენი თანხმობა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს „მონაცემთა დაცვის წესებში”.

პროდუქტები და სერვისები

მობილურობა

Bosch–ს უნივერსალური გამოცდილება გააჩნია საავტომობილო ტექნოლოგიების სფეროში; აპარატურული, პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების შემუშავებით კომპანია მობილურობის გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს გთავაზობთ.

ფართო ტექნიკური გამოცდილების წყალობით, Bosch ქმნის მობილურობის ჭკვიან გადაწყვეტილებებს აპარატურული, პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების სფეროში.

მობილურობის გადაწყვეტილებების ვებ–პორტალი

Bosch–ის მობილურობის გადაწყვეტილებების ვებ–პორტალი წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინტერნეტთან დაკავშირებული მობილურობის, ავტომატიზებული მობილურობის, ძალოვანი დანადგარებისა და ელექტრიფიცირებული მობილურობის სფეროებიდან. შეიტყვეთ მეტი ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ სამგზავრო ავტომობილებისთვის, არამედ მაღალი გამავლობის მანქანების, მოტოციკლების, საზღვაო და სარელსო ტრანსპორტისთვის.

Bosch მაღალი ხარისხის ავტონაწილებს გთავაზობთ.

ავტონაწილები და აქსესუარები

Bosch უზრუნველყოფს თქვენს მობილურობას.

Bosch–ის ავტონაწილები შთამბეჭდავი ხარისხითა და საიმედოობით, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევა. თანამედროვე ფარები და სამუხრუჭო სისტემები, განსაკუთრებით ხანგრძლივად მომუშავე აკუმულატორები, მინასაწმენდები, სტარტერები და საჰაერო ფილტრები – Bosch უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ავტონაწილებს, რომლებიც ავტომობილის მართვას უფრო უსაფრთხოს, კომფორტულს და ეკოლოგიურად სუფთას ხდის.

Bosch–ის სერვისი ყველა მოდელის ავტომობილისთვის – მსოფლიოს მასშტაბით

Bosch–ის ავტოსერვისი

Bosch–ის სერვისი ყველა მოდელის ავტომობილისთვის – მსოფლიოს მასშტაბით

Bosch–ის 16 000–ზე მეტ სერტიფიცირებულ ავტოსერვისში მძღოლებს შეუძლიათ ისარგებლონ უმაღლესი კლასის სერვისით, სპეციალისტთა ცოდნითა და უმაღლესი ხარისხის სათადარიგო ავტონაწილებით. მექანიკით დაწყებული, ელექტრობითა და დიზელის ტექნოლოგიით დამთავრებული – ჩვენი სპეციალისტები ულტრათანამედროვე სატესტო ტექნოლოგიით მუშაობენ.

Bosch–ის სემინარების სამყარო გთავაზობთ დიაგნოსტიკის პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას, სატრენინგო კურსებს და საპარტნიორო პროგრამებს სახელოსნოებისთვის.

სემინარების სამყარო

Bosch გთავაზობთ დიაგნოსტიკის პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას, სატრენინგო კურსებს და საპარტნიორო პროგრამებს სახელოსნოებისთვის. უახლესი სატესტო ტექნოლოგიით Bosch ეხმარება სახელოსნოებს, უფრო ეფექტურად, უსაფრთხოდ და სწრაფად შეამოწმონ მოწყობილობები. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი საავტომობილო სფეროს უმაღლესი კომპეტენციისა და ნოუ–ჰაუს ხელმისაწვდომობას ნებისმიერი სახელოსნოსთვის.